რატომ უნდა აირჩიოთ WebSector?

WebSector

კომპანია "WebSector" აქტიურად მოღვაწეობს ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარებაში და სთავაზობს მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სერვისებს.  2014 წლიდან ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას და დანერგვას ჩვენს საქმიანობაში, რათა შემდგომში შევთავაზოთ კლიენტს პროფესიონალური მომსახურება.

კრეატიულობა, თვითგანვითარება და დიდი გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორად და ეფექტურად დავგეგმოთ და შევასრულოთ პროექტი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

76 დასრულებული
პროექტი
4 მიმდინარე
პროექტი

რას გთავაზობთ

კომპანია WebSector გთავაზობთ სერვისების ფართო სპექტრს,
წარმოგიდგენთ რამოდენიმე ძირითადს:

ვებ-გვერდის დიზაინი

თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით ჩვენი გუნდი შეგიქმნით მიმზიდველ და თანამედროვე დიზაინს (UI/UX)

SEO ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემებისთვის ვებ-გვერდის კოდის ოპრიმიზაცია (On Page Seo)

ტექნიკური მხარდაჭერა

ეს არის ერთგვარი გარანტია, კერძოდ კი ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერი ხარვეზის გამოსწორება.

კონსულტაცია

ჩვენი გამოცდილი გუნდი კონსულტაციას გაგიწევთ ყველა იმ საკითხში, რაც საჭიროა ვებ-გვერდის გამართულად ფუნქიონირებისათვის.

Html

css

javascript

Jquery

php

mysql

bootstrap

ws admin

WebSector

ვებ-გვერდის გაქირავება

თუ თქვენი ბიზნესისთვის გსურთ ვებ-გვერდი, მაგრამ არ გაქვთ ამისათვის საკმარისი თანხა და ამ დროს არ ფლობთ პროგრამირების უნარებს, ჩვენ გთავაზობთ გამოსავალს, კერძოდ ვებ-გვერდების გაქირავების სერვის. ეს მარტივია, თქვენ მხოლოდ უნდა შეარჩიოთ ჩვენი ნიმუშებიდან ერთ-ერთი დიზაინი, დაგვიკავშირდეთ და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ნიმუშის დაკავშირებაში თქვენს მიერ შერჩეულ დომენზე.

ჩვენი ნიმუშები

ხშირად დასმული
კითხვები

ვებ-გვერდის დამზადების შემდეგ, მისი ფუნქციონირებისათვის გესაჭიროებათ ჰოსტინგი და დომენი.
ჰოსტინგი, ეს არის, სერვერზე გამოყოფილი მეხსიერება თქვენი ვებ-გვერდის განსათავსებლად, სერვერის ღირებულება განსხვავდება მისი მოცულობის, სიჩქარისა და ტიპის მიხედვით, კერძოდ იწყება 10 ლარიდან თვეში (მისი შეძენა შეგიძლიათ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური პროვაიდერებისგად).
დომენი, ეს არის, თქვენი ვებ-გვერდის დასახელება (მისამართი). დომენის ფასი სხვადასხვაა, კერძოდ სტანდარტული .ge დომენის ფასი არის წელიწადში 30 ლარი. ხოლო .com, .net და ა.შ. საშუალო ფასია 10 დოლარი (მისი შეძენა შეგიძლიათ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური პროვაიდერებისგად).
ვებ-გვერდის დამზადების ვადები ინდივიდუალურია. იგი დამოკიდებულია ფუნქციონალის სირთულეზე, სამუშაოს მოცულობაზე, დიზაინის შექმნისა და შეთანხმების დროზე.
ვებ-გვერდის დამზადების ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა კრიტერიუმებზე, კერძოდ: ფუნქციონალი, დიზაინის კომპლექსურობა, სამუშაოს მოცულობა და ა.შ.
ჩვენ ვიყინებთ საკუთარ, WebSector-ის გუნდის მიერ დამზადებულ სამართავ პანელს, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული იხვეწება და ვითარდება. წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების შედეგად ჩვენ დავნერგეთ ახალი თაობის სამართავი პანელი, რომელიც არის თანამედროვე, დახვეწილი და მომხმარებლისთვის მარტივი გამოსაყენებელი.
მუშაობის დასაწყებად პირველ რიგში არის საჭირო თქვენი ლოგო, ვებ-გვერდის ძირითადი ფერი და ტექნიკური დავალება (თუნდაც შემდეგი სახით: მსურს სლაიდერი, ჩვენ შესახებ ინფორმაცია, ფორტფოლიო, ფოტო გალერეა, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ. )
ვებ-გვერდის ჩაბარების შემდგომ ვრცელდება 1 თვიანი ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ხარვეზის გასწორებას. ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება არ მოიცავს ვებ-გვერდის გაუმჯობესებას, ფუნქციონალის დამატებას ან ვიზუალურ ცვლილებებს.
ჩვენთან თანხის გადახდა ხდება სამ ეტაპად, პირველი ეტაპი: თანხის 20% ს გადახდა ხდება კონტრაქტის დადების შემდეგ. გდახდის მეორე ეტაპი: დიზაინის შეთანხმების შემდგომ მოხდება სრული ღირებულების 30% ს გადახდა. მესამე ეტაპი: ვებ-გვერდის დასრულებისა და შემკვეთისთვის გადაბარების შემდგომ მოხდება დარჩენილი 50%-ს გადახდა.
WebSector
WebSector

დაგვისვი კითხვა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე. ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ

თქვენი მოთხოვნა მიღებულია!

ჩვენი გუნდის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ უახლოეს მომავალში.

მადლობა დაინტერესებისათვის